საზოგადოება
„ქართულმა ოცნებამ“ კახეთში მაჟორიტარები დაასახელა

1-major-sazogaaaa1თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თელავის აქციაზე კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები პირადად წარადგინა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:

გურჯაანში – მანანა ბერიკაშვილი;

საგარეჯოში – თინა ხიდაშელი;

ლაგოდეხში – ლუკა კურტანიძე;

სიღნაღში – გელა გელაშვილი;

ყვარელში – დავით ქევხიშვილი;

დედოფლისწყაროში – ალექსანდრე თამაზაშვილი;

ახმეტაში – ზვიად ზვიადაური;

თელავში – გელა სამხარაული.