აქტუალური
ცესკო: საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები

1-cesko-aqtuuu2თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გატარებული საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები განათავსა. ცესკოს ვებგვერდზე ამ დროისათვის 6 საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიაა განთავსებული. ესენია:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს“;

ედპეროვნულ-დემოკრატიული პარტია“;

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნება“;

ჯონდი ბაღათურია – „ქართული დასი“;

გიორგი თარგამაძექრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“;

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“.

გარდა ამისა, ცესკოს ვებგვერდზე www.cec.gov.ge რეგისტრაციაში გატარებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაც გამოქვეყნდა.

როგორც ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, კომისია გადამოწმების დასრულების შემდეგ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ყველა საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიას ეტაპობრივად განათავსებს.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში სულ 14 პოლიტიკური პარტია და 2 ბლოკი არის რეგისტრირებული.