აქტუალური
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დაშლას არ გამორიცხავს...

1-daSla-aqtuu1თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლას არ გამორიცხავს. როგორც ივანიშვილმა  გუშინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ნორმალურიც იქნება, რადგან კოალიცია რამდენიმე პარტიას აერთიანებს.

„ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს. გარკვეულწილად, ეს ლოგიკური და ნორმალურია“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.