აქტუალური
თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გუშინდელი განცხადებით, მან 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლის ჩასატარებლად კომპანია „GfK“ დაიქირავა, რომლის სათავო ოფისი ნიურნბერგშია განთავსებული.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ არჩევნების დროს გამოკითხვა საქართველოს 220 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და 25 000 რესპონდენტი გამოიკითხება, რაც 3%-მდე ცდომილებას იძლევა.
„GfK“-მ პირველად ეგზიტპოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერის არჩევის დროს ჩაატარა.