საზოგადოება
თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რუსთავის მე-16, მე-17 და მე-6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან დილიდან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და დაწესებულებებში არსებული ვითარება საყვირებითა და შეძახილებით გააპროტესტეს. „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
ქუთაისში კი №2 დაწესებულებასთან ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ. მათ პატიმრების წამების შეწყვეტა და ყველა იმ ფაქტის გამოძიება მოითხოვეს, რომელთაც ადგილი ჰქონდა პენიტენციარულ სისტემაში. აქციას ქუთაისის „ქართული ოცნების“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული წარმომადგენლები შეუერთდნენ.