აქტუალური
თბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ხელისუფლების ცვლის ფონზე საქართველოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები არ შეიცვლება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
ამასთან, ფანჯიკიძე შეხვდა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და როგორც გამოცდილ დიპლომატს, ახალდაკომპლექტებულ უწყებაში სამსახური შესთავაზა.
მინისტრის თქმით, მისი პირველი მოადგილე იქნება დავით ზალკალიანი, მოადგილეები – ნიკოლოზ ვაშაკიძე და ფინანსისტი გუგა ხელაია. ამასთან, მოადგილედ დარჩება ვაშაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.
რაც შეეხება მოადგილის ორ ვაკანტურ ადგილს, ჯერჯერობით არავის დანიშვნას არ აპირებს. „გავიცნობ სამინისტროს თანამშრომლებს და გადაწყვეტილება წლის ბოლომდე იქნება მიღებული“.
მისი თქმით, დანარჩენი თანამშრომლები უწყებაში დარჩებიან. „მე ვიცნობ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილს, რამდენადაც მრავალი წელი ერთად გვიმუშავია. მათ სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ელით, პირიქით, ისინი უკეთეს პირობებში აღმოჩნდებიან, რადგან ვიწროპარტიული ინტერესების შემცველი დავალებების შესრულება არ მოუწევთ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.