პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა

1-archil-xabaZeთბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე აირჩიეს, რომლის კანდიდატურასაც მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კენჭისყრის დაწყებამდე უმცირესობის წევრებმა ხაბაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ, დიალოგის მიუხედავად, ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

დღესვე უფლებამოსილება შეუწყდა ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის მთავრობას 2004 წლიდან ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ხაბაძე 2008 წლიდან დღემდე „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის მმართველი იყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია, აქედან 13 კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გახლავთ, ხოლო 8 – უმცირესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.