აქტუალური
პრესკონფერენცია „რუსეთისა და საქართველოს უფლებადამცველებს შორის კონტაქტების დამყარება“

1-aktual-kontaktთბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. პროექტის – „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ – მონაწილეთა პრესკონფერენცია თემაზე „რუსეთისა და საქართველოს უფლებადამცველებს შორის კონტაქტების დამყარება“ „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში დღეს გაიმართა.

პროექტი, რომელსაც კულტურული ურთიერთკავშირის ცენტრი „კავკასიური სახლი“ ახორციელებს, მიზნად ისახავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ქართველი და რუსი პროფესიონალების ცოდნის დონის ამაღლებას და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნას.

2012 წლის 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ამ პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ტარდება. მასში მონაწილეობენ ცნობილი რუსი და ქართველი ახალგაზრდა უფლებადამცველები. თბილისში პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რა საერთო პრობლემები არსებობს რუსეთსა და საქართველოში? მათი აზრით, რომელი კავშირები დარჩა ქვეყნებს შორის? როგორ შეუძლია ასეთ შეხვედრებს, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გავლენა მოახდინოს? როგორია კავკასიის რეგიონში უფლებამცველთა მუშაობის სპეციფიკა? ეს და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს პრესკონფერენციის მონაწილეებმა:

გრიგორი მელქონიანცმა (ასოციაცია „გოლოს“, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, მოსკოვი);

იულია ოსტროვსკაიამ („სოციალურ-შრომითი უფლებების ცენტრი“, დირექტორის მოადგილე, ქსელი „იურისტები შრომითი უფლებებისთვის“, მოსკოვი);

ნიკოლაი რიბაკოვმა (უფლებადაცვითი რესურსცენტრი, სანკტ-პეტერბურგი);

თემურ ქობალიამ;

ვიტალი დროჟაკოვმა;

ირაკლი ჩიხლაძემ („კავკასიური სახლი“);

ნათია კაციტაძემ („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“);

გიორგი გობრონიძემ („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“).