საზოგადოება
თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი არ ყოფილა გახარჯული და ბიუროს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 პრიმა 3 მუხლის მე-11 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევის გამო, გააუქმა ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებული ყველა სააღსრულებო ღონისძიება და ზემოხსენებული ბრძანება გამოსცა.