აქტუალური
თბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში დაგეგმილი ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ნატოში გეგა მგალობლიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ალიანსის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ვიზიტის გადადების შესახებ. როდესაც ამ მასშტაბის ღონისძიების გადადება ხდება, ბუნებრივია, ის უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა.
მგალობლიშვილის თქმით, ეს საკითხი მომავალ კვირას განიხილება.