სამართალი
როგორ ტკბებოდა სააკაშვილი პატიმრების ცემა-წამებით

1-saakaSსაქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო „ივერიონის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც, მისივე თქმით, სანდო წყარომ მიაწოდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტოტალურად ინფორმირებული იყო ციხეებში პატიმართა წამების ფაქტების შესახებ და მეტიც, მას პატიმართა ერთი ნაწილის წამების ამსახველი ვიდეოკადრები თავადაც არაერთხელ აქვს ნანახი.

წყარო აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია და შემდგომში ხათუნა კალმახელიძეპროფესიონალ ოპერატორებს აღებინებდნენ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ცემისა და წამების ამსახველ ფაქტებს და ეს ჩანაწერები პრეზიდენტთან მიჰქონდათ.

მიხეილ სააკაშვილი თავის უახლოეს გარემოცვასთან ერთად ხშირად უყურებდა ბაჩო ახალაიასა და ხათუნა კალმახელიძის მიერ მოტანილ კადრებს. ის ამაყობდა, რომ დაამარცხა კანონიერი ქურდები და მათი დამცირების, წამების ამსახველი კადრების ყურებისას აღტაცებას ვერ მალავდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ფილმები მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საყვარელი გასართობი იყო, მაგრამ დღემდე ამას ხმამაღლა ვერავინ ამბობს. როცა მას ბაჩო ახალაია და ხათუნა კალმახელიძე მორიგი კრიმინალური ავტორიტეტის წამების ამსახველ ჩანაწერს მოუტანდნენ, სააკაშვილი სასწრაფოდ ნახავდა ხოლმე მას. მერე მოიწვევდა თავისი უახლოესი გარემოცვის წევრებს და მათთან ერთად აღტაცებით უყურებდა, როგორც სანუკვარ ფილმს“, – განუცხადა წყარომ „ივერიონს“.

წყაროს თქმით, სხვადასხვა დროს პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ამსახველი ამგვარი „ფილმები“ პრეზიდენტის კაბინეტში ნანახი აქვთ ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ზურაბ ნოღაიდელს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს, დავით კეზერაშვილს, ლევან რამიშვილს, გია ბარამიძეს, დათა ახალაიას, ირაკლი კოდუას და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს.