საზოგადოება
საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს თბილისში „ინტერ რაოს“ სამუშაო ჯგუფი ჩამოდის. შეხვედრაზე დაგეგმილია ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფებისა და „თელასის“ განთავისუფლებულ თანამშრომელთა საკითხის განხილვა.კახი კალაძემ „თელასის“ განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ბედი მალე გაირკვევა. რაც შეეხება ტარიფის შემცირებას, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
გასული კვირის ბოლოს კალაძე ყაზახეთის ვიცე-პრემიერ ერბოლ ირინბაევს შეხვდა.