საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 7 დეკემბერს, 18:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის თეატრის მოღვაწეთა კავშირის დარბაზში (მისამართი: გ.ლეონიძის ქუჩა №11, სოლოლაკი), გაიმართება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ შეხვედრა საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
მოძრაობა ხელისუფლების საქმიანობაზე მონიტორინგს განახორციელებს შემდეგ სფეროებში: 1.დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე; 2.საარჩევნო პროცესებზე; 3.მედიაზე; 4.განათლებაზე; 5. კულტურის (კულტურული მემკვიდრეობის) დაცვაზე; 6.სამედიცინო სფეროს სრულფასოვან განვითარებაზე; 7. სოფლის მეურნეობის განვითარების ჯეროვან ხელშეწყობაზე; 8.ეკოსისტემის (ბუნებისა და გარემოს) დაცვის უზრუნველყოფაზე; 9. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის შესრულებაზე; 10. სოციალურ, მეცნიერულ და სხვა სფეროებში.
მოძრაობის მიზანია ილია ჭავჭავაძის „საერთო ნიადგის“ თეორიის როგორც ქართული პოლიტიკური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი საფუძვლის სახელისუფლებო ორგანოებისთვის რეკომენდაციის შემუშავებას (რაც გულისხმობს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის, დარგობრივი კონცეფციების, საქართველოს ბუნებრივ-ისტორიული განვითარების მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებას), საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე რეზო ამაშუკელი.