სამართალი
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე თავდაცვის უწყებიდან იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე გადავიდა.
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ალექსანდრე ბურჭულაძის ფუნქციებს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ზაზა ბროლაძე შეითავსებს.