უცხოეთი
საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ბელარუსის გენერალური კონსული რიო-დე-ჟანეიროში სერგეი გურევსკი ბრაზილიის მეგაპოლისის ერთ-ერთ პლაჟზე ბანაობისას დაიხრჩო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
„ინციდენტის დროს ტალღების სიმაღლე 1 მეტრს არ აჭარბებდა“, – განუცხადა ტელეარხ „G1 Rio“-ს ბრაზილიის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.
ამასთან, ბრაზილიაში ბელარუსის საელჩოს საიტზე გურევსკის დაღუპვის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება.