პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე ლატვიელ კოლეგას შეხვდება

1-maia-politika3საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს ლატვიელ კოლეგა ედგარ რინკევიჩს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება.

ფანჯიკიძე ლატვიის ოკუპაციის მუზეუმსაც ეწვევა და რიგაში მდებარე მშვიდობის მონუმენტს ყვავილებით შეამკობს. 
„ეს ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან იგი პირველია, – აცხადებს მინისტრი, –  ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საქართველოს განსაკუთრებული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან“.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი წამყვანი ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენელთა კითხვებსაც უპასუხებს. შემდეგ კი ჩეხეთში გაემგზავრება, სადაც ოფიციალური შეხვედრები 15 იანვარს იგეგმება.