საზოგადოება
საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს – 220 მილიონ ადამიანს – ცხოვრება ავტორიტარული მთავრობის პირობებში უწევს. თუმცა, „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, ბალტიის ქვეყნების გარდა, ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინა და საქართველო, სადაც არ არსებობს არც ავტორიტარული და არც ნახევრად ავტორიტარული მთავრობა.
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელ ქრისტოფერ უოკერის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთში, ე.წ. პუტინ-მედვედევის ეპოქაში.