პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის წლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა

1-davos-politika3-mtavariსაქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წლიური შეკრების ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას მან ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.

„ცენტრალური აზია მისი ზრდის პოტენციალისა და განვითარების სისწრაფის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიოში. ისტორიულად ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროშჲ. გამომდინარე იქიდან, თუ რა წვლილის შეტანის პოტენციალი აქვს ამ რეგიონს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში, ცენტრალურ აზიის ქვეყნების განვითარების ტემპებით დაინტერესებულნი არიან როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნებიც“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ჩართულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელთა მიზანი არა მარტო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბაზრების დაკავშირებაა, არამედ კომუნიკაციების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და  ტექნოლიგიების განვითარებასაც წარმოადგენს. ამას თან ერთვის უმნიშვნელოვანესი მილსადენები, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სფეროში.

„საქართველო, რომელიც უკვე ფლობს ფუნქციურ საზღვაო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურას, წარმოადგენს ბუნებრივ გაგრძელებას ცენტრალური აზიის სატრანზიტო გზის, რომელიც აკავშირებს მზარდ ევროპისა და აზიის ბაზრებს. იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანზიტო პოტენციალის კონკურენტუნარიანობა გაძლიერდეს, საჭიროა ყველა რეგიონის წევრისათვის მისაღები და კონკურენტუნარიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით, სამთავრობო კომისიების დონეზე შეხვედრებმა უფრო რეგულარული სახე მიიღოს, რადგან ინფორმაციის გაცვლა და პროცედურების ჰარმონიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია წარმატების მისაღწევად.

1-davos1 1-davoss2