საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება..
ამერიკული მხარის განცხადებით, თბილისში ჩამოსული ექსპერტთა ჯგუფი ამერიკისა და ევროპის სამეთაურო შტაბიდან საქართველოში ამპუტირებულთა სამედიცინო დახმარების ცენტრის შესაქმნელად ამ კუთხით დაეხმარება: „ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს იმ მეთოდებით მკურნალობას, როგორსაც ქართველ მებრძოლებს უტარებენ შეერთებულ შტატებში. ჩვენი ერთობლივი შეხვედრები ჩვენს ქვეყნებს შორის ერთობლივი მჭიდრო თანამშრომლობის კარგი მაგალითია“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ პერსონალის გადამზადებისა და თანამედროვე აღჭურვილობის შეძენის შემთხვევაში სარეაბილიტაციო ცენტრი სამხედროების როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც შეძლებს.
ავღანეთში დაშავებულ მებრძოლებს დღეს ამერიკისა და გერმანიის ცენტრებში მკურნალობენ. ამ დროისათვის ISAF-ის მისიაში მონაწილე დაჭრილი ქართველი სამხედროებიდან რეაბილიტაციის კურსს 20 ქართველი სამხედრო ამერიკის შეერთებულ შტატებში გასდის.