პოლიტიკა
სანამ დეპუტატს ეძინა...

1-deputat-gubazსაქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის უნივერსიტეტის პედაგოგებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მძინარე დეპუტატ გუბაზ სანიკიძის ფოტო უჩვენა და განუცხადა: მინდა, წარმოგიდგინოთ ქუთაისის რჩეულის სურათიდა სანამ ამ მაჟორიტარ დეპუტატს სძინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს არ წაართვან პარლამენტი, რათა ჩვენ ყველას არ წაგვართვან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა საქართველოს რეგიონალიზმის, საქართველოს გაძლიერების, საქართველოს მყარად დაყენების იდეა, რომელსაც ქუთაისის პარლამენტი განასახიერებს, პარლამენტის ქუთაისში არსებობა არის ბევრად უფრო დიდი იდეა, ვიდრე უბრალოდ ქუთაისის პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პოლიტიკა ეკუთვნის ხალხს და არა ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ერთი და იგივე ადამიანებს.

მისივე თქმით,  ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანა ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას გამოიწვევს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხორციელდება. მანვე კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების  გატარების მცდელობის ტენდენცია გაჩნდა, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.