აქტუალური
საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატები რჩება.
მისი თქმით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ აშშ-ს ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობები დაამყარა და ამაში ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდს დიდი წვლილი მიუძღვის.