საზოგადოება
საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტას ტელეფონით ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა ავღანეთში პოსტ-ISAF-ის პერიოდში ქართველი სამხედროების ახალი ფუნქციები იყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად, ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულების შემდგომაც დარჩებიან და ამერიკელ სამხედროებს დაეხმარებიან.
ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს ირაკლი ალასანია ბრიუსელში გაგრძელებს, სადაც 21-22 თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.