პოლიტიკა
შსს-ის დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

1-aSS-politika-3-mTavariსაქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ამერიკის საელჩოს, კერძოდ, სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ ორგანიზებული ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში, იმყოფებოდა. დელეგაციამ შეხვედრები გამართა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებსა და შტატის ხელმძღვანელობასთან.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჯორჯიას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელობას, ჰენრის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის, ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროსა და შტატის კაპიტოლიუმის წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის  შეერთებული შტატების სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და შემდგომ განვითარებას.

1-aSS-politika-3-1 1-aSS-politika-3-2