პოლიტიკა
მთავრობის ასდღიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია

1-asi-politikaaa-1-mtavariსაქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ „შერატონ მეტეხი პალასში“ მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

100 დღე ხელისუფლებაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები – ამ სახელწოდების კონფერენციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორის მხრიდან ახალი ხელისუფლების  ასდღიანი მმართველობის კრიტიკულ შეფასებას ისმენდნენ. ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა ბედი, შერჩევითი სამართალი, საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება, პოლიტპატიმრების სტატუსი თუ ამნისტიის შესახებ კანონი – ამ და სხვა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოკლე მოხსენებებს პრემიერთან ერთად ახალი მთავრობის ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები, დიპკორპუსის წარმომადგენლები უსმენდნენ. ყველა შენიშნავდა, რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკის მოსასმენად მრავალი წელია, რაც ხელისუფლება ასეთი წარმომადგენლობით არ მისულა.

ანგარიში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მოამზადეს.

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ გამოსვლაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ქვეყნის მუშაობის სარკე. სხვა საკითხებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობის თემასაც შეეხო.
„საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას ყველა ვაღიარებთ, რადგან კონსტიტუცია ერთი კონკრეტული შემთხვევის, ჩემი მოქალაქეობის გამო, მთლიანად ყირაზე დააყენეს და დღეს როგორც საფრანგეთის მოქალაქე, ისე ვხელმძღვანელობ მთავრობას. ევროპაში ძალიან ბერი რეფორმა ტარდება, თუმცა, მსგავსი პრაქტიკა არსად არის. მაგალითად, რომ გერმანიის მთავრობას ფრანგი ხელმძღვანელი ჰყავდეს. ახლა უმცირესობა ცდილობს, თავისი პოზიციები გაამყაროს, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ისინი კონსტრუქციულიები უნდა იყვნენ. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციას დახვეწა სჭირდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

1-asi-politikaa-1-1 1-asi-politikaa-1-2