პოლიტიკა
ივანიშვილი: „ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს კერძო ბიზნესში უკანონოდ ხელის ფათურს“

1-biznes-politika1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. 
პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს ჩინოვნიკების მხრიდან მათ საქმიანობაში „ხელის ფათურისგან“ დაცვას ჰპირდება: „ეს პროცესები უკვე დარეგულირებულია. ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს კერძო ბიზნესში უკანონოდ ხელის ფათურს, ამის გარანტად მე ვიქნები და  მე არ უნდა ვიყო – კანონის უზენაესობა დაფუძნდება და სულ მოკლე დროში თვენ ამას ძალიან კარგად გაიგებთ“.

პრემიერის განმარტებით, „ყველა პრობლემა, თვით ტერიტორიულიც კი, კავშირშია ადამიანების დასაქმებასთან, ამაში კი გადამწყვეტი როლი აქვს ბიზნესს და თქვენ. და თქვენ რომ გქონდეთ ამ როლის კარგად თამაშის საშუალება, სახელმწიფომ უნდა შექმნას ის ელემენტარული პირობები, რაც, ვალდებულია, შექმნას სახელმწიფოს ნებისმიერმა მთავრობამ. ჩვენ ამისთვის ვართ მოწოდებული“.

ყველაფერი უნდა დაიწყოს ზემოდან კანონის დაცვა, პირველ რიგში, პრეზიდენტმა უნდა მოახერხოს, შემდგომ მთავრობის წევრებმა და შემდეგ ეს უნდა მოვთხოვოთ სხვებსაც“, – აცხადებს ივანიშვილი.
პრემიერის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ კანონის დაცვა და კერძო საკუთრებაში ჩაურევლობა საქართველოში არ ყოფილა და ახალი მთავრობა ამას განახორციელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენიც წარადგინა.  ამ თანამდებობაზე მან გიორგი გახარია დაასახელა, რომელსაც აქვს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება როგორც მის მიერ შექმნილ ბიზნესში, ისე საერთაშორისო კომპანიებში.