აქტუალური
შეხვედრა ავღანეთის თავდაცვის მინისტრთან

1-isaf-aqtuaa1საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გუშინ ავღანელ კოლეგა ბისმილა ჰან მოჰამადის ნატოს შტაბ-ბიანაში შეხვდა.

სამხედრო უწყების ხელმძღვანელებმა ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობასა და ავღანეთში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხებიც განიხილეს. საუბარი შეეხო ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის წვრთნისა და დახმარების საკითხებს, პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადების თემებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან.