პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

1-akaki-ppolitika3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ქუთაისი საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთმა დეპუტატმა – აკაკი სიხარულიძემ, დატოვა. განცხადება ამის შესახებ მან თავად გააკეთა.

სიხარულიძე ქუთაისის საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ნაციონალების“ კვოტით მოხვდა.

სიხარულიძის განცხადებით, დღეს იგი აუცილებლობას ხედავს, შეუერთდეს იმ ძალას, რომელსაც ქვეყნის მშენებლობა სურს. საუბარია საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოზე“, რომელიც უწინ ფრაქცია „ქუთაისის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. „დღეს გავაკეთე სიტყვიერი განცხადება. დღეს ოფიციალურად მივმართავ ფრაქციას განცხადებით და თუ საჭიროდ ჩათვლიან ჩემს კანდიდატურას, მიმიღებენ. ოთხშაბათს საკრებულოს სხდომაზე გავა ეს საკითხი“, – აღნიშნა დეპუტატმა.