პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი რუსეთ-საქართველოს ანგარიშის შესახებ

1-viola-politikaa1საქართველო, 26 თებერვალი. საქინფორმი. გერმანიის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ვიოლა ფონ კრამონმა საკუთარი პოზიცია გამოხატა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსა და რუსეთთან დაკავშირებულ სხდომაზე კონფლიქტისა და ომის შედეგად დაზარალებული რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ანგარიშთან მიმართებაში. მას ანგარიში საკმაოდ გაწონასწორებულად მიაჩნია და შეიცავს ნამდვილად მნიშვნელოვან მოთხოვნებს.

რაც მთავრობების დონეზე ხდება, არის ძალიან ცოტა და პარლამენტარებმა საკუთარი ინიციატივებით და საკუთარი დიპლომატიური ფორმატით უნდა გაამდიდრონ ეს პროცესი. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

მისი განცხადებით, მან 2010 წელს, 2008 წლის დაპირისპირების შემდეგ, გალის რეგიონშიც და სოხუმშიც ჩასვლა და პოლიტიკური საუბრის წარმართვა მოახერხა. კრამონის თქმით, გალის ქართველი მოსახლეობა 1992 წლიდან დიდი ცვლილებების გარეშე ისევ რჩება მძიმე სიღარიბეში. არც რუსულ, არც აფხაზურ და არც ქართულ მთავრობებს არანაირი ზომები არ მიუღიათ ამ ადამიანების მდგომარეობის გამოსასწორებლად. გარდა ამისა, მე წარმოდგენა შემექმნ იმ მძიმე საცხოვრებელ პირობებზე, რომელშიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების უკვე მე-2 და მე-3 თაობა იმყოფება. ჩვენ რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გამოვასწოროთ, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ სწორად მიმაჩნია ანგარიშში აპელაცია იმაზე, რომ აღსრულებულ იქნ ამ თემაზე მიღებული წინა რეზოლუცია. დიალოგის ფორმატების გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს და უკვე რეალურად უნდა დაიწყოს დევნილების მდგომარეობაზე მოლაპარაკება. ამისათვის საქართველოს წინა ხელისუფლების რიტორიკა თავისი, ეგრეთ წოდებული რეინტეგრაციის სხვადასხვა მინისტრებით, არ წარმოადგენდა არანაირ დახმარებას.

კრამონი მიიჩნევს, რომ რუსულ მხარეს აქვს დიდი შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის გადაწყვეტას, კერძოდ, მოახერხოს 2008 წელს რატიფიცირებული 6-პუნქტიანი გეგმის აღსრულება. მისი განცხადებით, დღემდე ევროპის სადამკვირვებლო მისიები არ დაიშვებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში.

კრამონს მიაჩნია, რომ ახალი ხელისუფლების სერიოზული ძალისხმევით, ახალი სახეებით და ინტენსიური დიალოგის სერიოზული განზრახვებით, ევროსაბჭომ კიდევ ერთხელ ყურადღება უნდა დაუთმოს შეთანხმებების შესრულებას. ახალი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მისი დიდი ხნის გამოცდილებით რუსულ მხარეს კონფლიქტის მოგვარების დიდ შანსს სთავაზობს. მაგრამ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისგან დამოუკიდებლად, ევროპის საბჭოს მხრიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს დევნილების პერსპექტივაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს განათლებას შესაძლებლობასა და დასაქმებას“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კრამონის განცხადებაში.