აქტუალური
ნინო ბურჯანაძე პროკურატურას ხვალ მისცემს ჩვენებას

1-burjanaZeსაქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს პროკურატურა ხვალ დაკითხავს. დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა, 2011 წლის 26 მაისის საქმის დიდი ნაწილი უკვე გამოძიებულია და შესაძლოა, გამოძიებას კითხვები ბურჯანაძის მიმართ ამ მხრივ ჰქონდეს.

„26 მაისის თემა არის მასობრივი ღონისძიება, აქ რამდენიმე ასეული ადამიანია დაკითხული. ჩვენ დავკითხეთ დაზარალებულთა დიდი ნაწილი, ამ მოვლენაში მონაწილე პოლიტიკოსთა დიდი ნაწილიც. მე არ ვიცოდი, თუ ხვალ ქალბატონი ნინო დაკითვაზე იყო დაბარებული, მაგრამ ესეც ამ კუთხით უნდა ვიგულისხმოთ“.

ცნობისათვის: როგორც თავად ბურჯანაძემ განაცხადა, „მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ აღძრა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საქმე, რომელიც ყველა იმ ადამიანის პრინციპული მოთხოვნა იყო, ვინც 26 მაისის მოვლენებში მონაწილეობას ვიღებდით“. ჩვენების მისაცემად დაბარებამდე იგი მზადყოფნას გამოთქვამდა, პროკურატურაში თავად მისულიყო და მიეწოდებინა აბსოლუტურად სრულყოფილი ინფორმაცია.