აქტუალური
სასჯელაღსრულების სამინისტრო პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვს

1-korZaia-aqtuaaaa2საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მთავარ პროკურატურას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, ამა წლის 23 თებერვალს „პირველი არხის“ ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემა „აქცენტებში“ სტუმრობისას სააკაშვილმა პენიტენციარულ სისტემაზე ისაუბრა, კერძოდ კი, განაცხადა, რომ „დღეს ჩვენ ისევ მივიღეთ ქურდების დაბრუნება ციხის კონტროლზე, ეს აღიარა, სხვათა შორის, ხელმძღვანელობამ იქ, დღეს მივიღეთ ისევ, რომ პატიმრები იღუპებიან გაურკვეველ ვითარებაში“.

კორძაიას თქმით, ზემომოყვანილი გამონათქვამები იძლევა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველს, ამდენად, სამინისტრო მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და მათი ავტორი, მიხეილ სააკაშვილი, დაკითხოს „როგორც ინფორმაციის მატარებელიც და გამავრცელებელიც“.