ათობით ათასი კათოლიკე პაპს გამოემშვიდობა
![1-proshanie-ucx](images/stories/AXALI3/1-proshanie-ucx.jpg)
საქართველო, 27 თებერვალი,
საქინფორმი. ვატიკანში, წმიდა პეტრეს მოედანზე, 50 ათასამდე კაცი შეიკრიბა რომის პაპ ბენედიქტე XVI გამოსამშვიდობებელ აუდიენციაზე. აუდიენციის შემდეგ პონტიფიკოსი კარდინალებსა და ეპისკოპოსებს შეხვდება და ბოლო რჩევა-დარიგებებს მისცემს.
ბენედიქტე XVI 11 თებერვალს განაცხადა, რომ სურს, ნებაყოფლობით დათმოს პაპის ტახტი. ის ბოლო 600 წლის განმავლობაში პირველ პონტიფიკოსად იქცა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა.