სამართალი
ბურჯანაძე: „ისინი ვერ დადგებიან ცინიკური განცხადებების გაკეთების ხასიათზე“

1-nino-samarTalii3საქართველო, 28 თბერვალი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გუშინ მოწმის სტატუსით მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მასთან გამოძიებას კითხვები  2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ექნება.

ის იმედოვნებს სამართლიანი შედეგის დადგომას და აცხადებს: „ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დასცინოდნენ საქართველოს მოსახლეობას, ართმევდნენ მათ უფლებებს, ულახავდნენ ღირსებას, აუცილებლად წარდგებიან სასამართლოს წინაშე და დამსახურებულად აგენებ პასუხს საქართველოსა და სამართლიანობის წინაშე“.

ბურჯანაძის განმარტებით, მისი მხრიდან მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რაც წაადგება გამოძიებას, არ იქნება დაფარული: „მე მივაწოდებ აბსოლუტურად მაქსიმალურად ინფორმაციას 26 მაისთან დაკავშირებით და, დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისის მოვლენების სათანადო გამოძიების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები და ის ადამიანები, ვინც უკანონო ბრძანებას ასრულებდა, ნამდვილად ვერ დადგებიან ცინიკური განცხადებების გაკეთების ხასიათზე“.