აქტუალური
შს მინისტრის ბრძანება თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატებისა და ერთჯერადი დახმარების შესახებ

1-RaribaSvilii-aqtuaa2საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. შსს-ის მიერ გავრცელებული ცნობით, დღეიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყოველთვიური დანამატების შესახებ.  სამინისტროს  მრავალშვილიან თანამშრომლებს დღეიდან ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი  ყოველთვიურად  – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი  – 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი – 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი – 500 ლარს მიიღებს.

დღეიდან, ასევე,  ამოქმედდა მინისტრის ბრძანება  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. 1000 -ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად  მიიღებს დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

ყოველთვიურ დანამატსა და ერთჯერად დახმარებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი მიიღებს.