აქტუალური
დსთ-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელმძღვანელები შეშფოთებული არიან გაზეთ „იზვესტია უკრაინაში“ დახურვით

1-aktual-izvestiaსაქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. დსთ-ის ქვეყნების, ბალტიისპირეთისა და საქართველოს მთავარ რედაქტორთა კლუბმა მიიღო მიმართვა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისადმი, რომელშიც სთხოვს, გაერკვეს სიტუაციაში უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემის – გაზეთ „იზვესტია უკრაინაში“ გამოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

გაზეთის გამოსვლა 2013 წლის 11 თებერვლიდან შეწყდა მესაკუთრის გადაწყვეტილებით.

„მიგვაჩნია, რომ გაზეთ „იზვესტია უკრაინაში“ დახურვა ზიანს აყენებს მოქალაქეთა ინფორმირებულობის საქმეს და ლახავს მკითხველის უფლებას – ობიექტური ინფორმაცია მიიღოს რუსეთის და საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების პრობლემების შესახებ“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც „რია ნოვოსტიში“ მოვიდა. დოკუმენტში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ „იზვესტია უკრაინაში“ აღიარებულ იქნა „2012 წლის საუკეთესო მასობრივი ინფორმაციის საშუალებად“.

კლუბის წევრი ჟურნალისტების აზრით, „ეს გამოცემა იყო ერთადერთი ყოველდღიური სახელმწიფოთაშორისი ბეჭდვითი პროექტი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას აერთიანებდა და ორი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სადისკუსიო მოედნად და მიზიდულობის ცენტრად იქცა“. მთავარი რედაქტორები სთხოვენ უკრაინის პრეზიდენტს, ყურადღება მიაქციოს ავტორიტეტული გამოცემის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და ხელი შეუწყოს მისი გამოსვლის განახლებას.

მთავარ რედაქტორთა კლუბის სესია თებერვლის ბოლოს რიგაში ჩატარდა.