პოლიტიკა
სააკაშვილის უცნაური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

arab-poilitika-3-mTavariსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის პირველმა პირმა სასოფლო-სამეურნეო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციაზე საქართველოში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობებზე ისაუბრა და საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და პრემიებით დააჯილდოვა.

გუშინ პრეზიდენტი აბუდაბის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსაც ეწვია და სწავლების მეთოდსა და დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა სასწავლებლის სტუდენტებს სიტყვით მიმართა, ქვეყანაში განათლების სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი თაობა აქტიურად უნდა იყენებდეს ტექნიკის უახლეს მიღწევებს. 
მიმართვის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

სხვა დროს მოგზაურობის მოყვარული სააკაშვილის ვიზიტში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, თუმცა, საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც პრეზიდენტი არ წარმოადგენს ხელისუფლებას, მეტიც - მასთან ოპოზიციაშია, როდესაც მისმა ნაქებმა რეფორმებმა დარგები პრაქტიკულად რღვევამდე მიიყვანა, როდესაც ბევრი მისი გარემოცვიდან - ყოფილი ხელისუფალნი - ძიების ქვეშ იმყოფება, მათ შორის - სისხლის სამართლის საქმეებზე, ასეთ ვიზიტს, სულ ცოტა, უცნაური შეიძლება ვუწოდოთ... იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე ერთი დღით ადრე ის აზერბაიჯანდან დაბრუნდა, სადაც მისმა ვიზიტმა სკანდალური ელფერი შეიძინა ცნობილი მიზეზების გამო (რომელთა შესახებ დღეს საქინფორმი იუწყება), აგრეთვე, იმას, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის და „სასოფლო-სამეურნეო კონფერენციაში მონაწილეობის“ გამო მან გასულ შაბათს უარი თქვა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების განსახილველად.

არსებობს აზრი, რომ სააკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირად საქმეებზე გაფრინდა, და, აგრეთვე, იქაური ბიზნეს- და სახელმწიფო წრეების წინაშე ადრე ნაკისრ პირობებსადა შეუსრულებელ ვალდებულებებზე მოლაპარაკების მიზნით.

 

arab-poilitika-3-1 arab-poilitika-3-2
arab-poilitika-3-3 arab-poilitika-3-4
arab-poilitika-3-5 arab-poilitika-3-6