სამართალი
პარლამენტი სასჯელის შეკრებითობის გაუქმებაზე მსჯელობას იწყებს

SekrebiToiba-samarTalii1საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. პარლამენტი სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. მთავრობის ინიციატივას დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს, ცვლილების მიხედვით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ბრალდებულ პირს სასჯელი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის შეეფარდება. კანონპროექტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის სახით გამოტანილი საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილება ამ ეტაპზე დაპატიმრებულებსაც შეეხება. უმცირესობას მიაჩნია, რომ კანონპროექტი ლოიალურია, და არ გამორიცხავს ამ ცვლილებებით ძალაში შესული კანონის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გართულებას.

„მთელი შინაარსი ამ შეკრებითობის წესის, რომელიც გამოიყენებოდა საპროცესო შეთანხმებასთან ერთად, მდგომარეობდა იმაში, რომ მაღალი სასჯელის შიშთ ადამიანს გადაეხადა დიდი თანხა საპროცესო შეთანხმებაში. ვნახოთ, კომიტეტი და პარლამენტი რაზე შეანხმდება იქნება ეს სრული შთანთქმის პრინციპი, ანუ უმაღლესი სასჯელი სრულად შთანთქავს უმცირესს, თუ იქნება გარკვეული გრადაცია დანაშაულების კატეგორიების მიხედვით, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძემ.

„კანონპროექტი ჩვენთვის მისაღებია, თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს კანონპროექტი არის ახალი ამნისტიის კანონპროექტი, იმდენად, რამდენადაც ამ კანონპროექტს მოჰყვება მსჯავრდებულთა სასჯელის შემსუბუქება, შესაბამისად, ამ კანონპროექტს ექნება უკუქმედების ძალა, ამის მიხედვით კიდევ რამდენიმე ათასი პატიმარი დატოვებს ციხეს“, – განაცხადა კომიტეტის წევრმა საპარლამენტო უმცირესობიდან ლევან ბეჟაშვილმა.