აქტუალური
ივანიშვილი - სააკაშვილი: შეხვედრა შეხვედრისთვის

miSa-biZina-aqtualuri3საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. მთავრობის კანცელარიაში დასრულდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა.

მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ მიუხედავად მათ შორის ბევრ საკითხზე განსხვავებული ხედვებისა, მთავარია, პოლიტიკური კლიმატისთვის ქვეყანაში შენარჩუნდეს დემოკრატიული ჩარჩო, კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან. „დღეს ჩემი ამოცანა იყო, პრემიერთან ერთად კარგად ჩაგვევლო ეს პოზიციები. მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს შევძელით. დღეს ყველაფერზე ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობები და კონკრეტულ საკითხზე ხედვები განსხვავდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ორივე შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს შვილები ვართ, რომ საქართველოს უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ქართველ ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და გარანტიები გრძელვადიანი განვითარების. ამაზე ჩვენ ვთანხმდებით, რომ არც ერთ მხარეს არ გვინდა გართულება. ასევე, თითქმის შეთანხმებული ვიყავით საკანონმდებლო საკითხებზე. იქ არის რაღაცები, რაზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ამიტომ ჩვენი ჯგუფები წესით, უნდა დასხდნენ ახლა და გააგრძელონ მუშაობა. ჩვენი მოწოდება მხოლოდ ეს იქნება“.

ჩემი შენ გითხარი საუბარი გაიმართა“, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა. პრემიერის განცხადებით, სააკაშვილის პირველი თხოვნა იყო, რომ მედია გავათავისუფლო ზეწოლისაგან, რაზეც ვუპასუხეჩემი შენ გითხარიო; მეორე იყო სასამართლო, მესამევერ გავიგე“.

„მე შევახსენე ჩემი ბოლო წერილი, რაზეც პასუხი ვერ გასცა ამ დროის განმავლობაში. ამაზე მითხრა ძალიან საინტერესო რამ, რომ ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. მერე დავუკონკრეტე, რომ როგორ, ჩვეულებრივად, მთავრობა შეუძლია პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ან მოხსნას? მან მიპასუხა, რომ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს მოიყვანდა, თუმცა, ვერცერთი გაიხსენა, სადაც პრეზიდენტს ასეთი უფლებები ჰქონდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტი, იურისტობაზე პრეტენზიის მქონე კაცი, უნდა საუბრობდეს კანონის ენით:

19 უნივერსიტეტი გაქვს თუ 60 დამთავრებული და ამას შენს გამოსვლებში ახსენებდი, ნაცვლად იმისა, რომ პოზიციები დაგეფიქსირებინა. შემახსენე –  რომელი ქვეყნის კონსტიტუციაშია-მეთქი და ვერ იხსენებდა. იქ მე ვუთხარი, რომ ეს საკითხი გავა თუ ვერ გავა... მაგრამ ის, რომ ამას საუბრობ შენ, ქვეყნის პრეზიდენტი, და პრეტენზიის მქონე კაცი, რომ შენ ხარ იურისტი, რომ არ გამოიყენებ, სად გაგიგია, რომელი ილია ჭავჭავაძე შენ ხარ-მეთქი. როგორ შეიძლება კანონზე ასეთი საუბარი, გამოიყენებს თუ არა. კანონი უნდა იყოს ისეთი, რომ ყველას შეეძლოს მისი გამოყენება და საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს მისაღები და სასარგებლო, და არა ის, რომ ვიღაც ამას გამოიყენებს  თუ არა, და დავუჯეროთ თუ არ დავუჯეროთ – ნაცვლად იმისა, რომ პოზიცია გააკეთოს, ეს არის ნორმალური თუ არანორმალური, აცხადებ, რომ ამ კანონს არ გამოიყენებ“.

ივანიშვილის თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში კრიზისი არ განვითარდეს. „არ მოხდება და ვერ მოახერხებს ვერავინ ქუჩაში დაპირისპირების გადატანას და საქართველოში არეულობის მოწყობას. მე ამის გარანტიას საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაძლევ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერის განმარტებით, ხვალ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში იგი უფრო დეტალურად ისაუბრებს აღნიშნული შეხვედრის შესახებ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.