აქტუალური
რატომ ეშინიათ დისკუსიის „ნაციონალებს“

aktual-2საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტის მიერ რუსულ-ქართული ურთიერთობების საყოველთაო-სახალხო განხილვების ინიცირებას იდეურ „ნაციონალთა“ შორის აღელვება მოჰყვა, რასაც თავის კონკრეტული მიზეზი აქვს:

ბოლო დრომდე ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივებს ჯიუტად იგნორირებას უკეთებდნენ და უბრალოდ, აჩუმათებდნენ. 2012 წლის ოქტომბერში პარლამენტისა და მთავრობის ცვლილების შემდეგ სიტუაცია თანდათან შეიცვალა, ახლა უკვე შეუძლებელია საქართველოს სასიკეთოდ მიმართული წამოწყებების იგნორირება. რუსულ-ქართული ურთიერთობების თემაზე საზოგადოებრივი დისკუსიების გამოცხადება პირდაპირ ურტყამს გაჯიუტებული სააკოიდური ბანდის ინტერესებს: ეს თემა მათ მიერ ხომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, იდეოლოგიურ მათრახად გამოიყენება ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთთან დარეგულირებისაკენ მიისწრაფვის.

დაწყებულმა დისკუსიამ „ნაციონალების“ მონოპოლია დაარღვია, მათ „საყვარელ“ თემაზე. ამიერიდან რუსულ-ქართული ურთიერთობები მთელი ქართული საზოგადოების განხილვის თემაა, და არა პროვოკატორებისა და დემაგოგებისა, რომლებიც ხალხს სისხლს სწოვდნენ ბოლო ცხრა წლის მანძილზე.