აქტუალური
ივანიშვილი: „სააკაშვილმა რამდენიმე კაცი დედის გინებით გამოუშვა“

dacva-aqtuaa2საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაცვის რამდენიმე წევრი „დედის გინებით გამოუშვა“. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ბოლო ხმებით ვიცი ახალი დაცვის უფროსისგან, რომ რამდენიმე კაცი დედის გინებით გამოუშვა, ეს კი ნიშნავს, რომ მას 350 კაცის მობილიზებაც კი არ შეუძლია“, – აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ის დაცვის ბიჭებთან მეგობრობს და იცის, რომ „სააკაშვილის მანერების გამო დაცვას მასთან ურთიერთობა უჭირს“.

ივანიშვილის განცხადებით, დაცვასთან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა სააკაშვილთანაც, რომელსაც შესთავაზა, რომ დაუყოვნებლივ გასცემდა ბრძანებას, პრეზიდენტის უსაფრთხოება 350-ის ნაცვლად 960 კაცს უზრუნველეყო, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიას მიაწოდებდა.

„სირცხვილი არა გაქვს-მეთქი, რომ ასეთ სახელმწიფოში ამდენი უმუშევარია, ამდენი დამშეული ხალხია და შენ 960 კაცი დაგიცავს-მეთქი? კარგი, 3500 გიცავდა, გასაგებია, მაგრამ მოდი-მეთქი ნორმაში“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.