„როსპოტრებნადზორმა“ ქართული კომპანიების ღვინო მოიწონა
![vino-ucx](images/stories/AXALI-4/vino-ucx.jpg)
საქართველო, 6 მარტი,
საქინფორმი. „როსპოტრებნადზორმა“ ღვინის ქართველი მწარმოებლების ინსპექციის შედეგების მიხედვით ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ 36 კომპანიას ნება დართო, საკუთარი პროდუქციის ნიმუშები რეგისტრაციისთვის რუსეთში წარადგინოს.
„როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა საქართველოში 37 მეღვინე და 4 მინერალური წყლების მწარმოებელი შეამოწმეს, რომელთაგან ერთ ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ საწარმოს უარი ეთქვა ნებართვაზე. იმ კომპანიათა ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ბაზარზე პროდუქციის მიწოდებას შეძლებენ, ონიშჩენკოს არ გაუსაჯაროებია.