აქტუალური
ვლადიმერ ბედუკაძე: „ვაცხადებ შიმშილობას!“

ladoiiსაქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ციხის გახმაურებული ვიდეოკადრების ერთ-ერთ ავტორი და გამავრცელებელი ვლადიმერ ბედძე მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე იმყოფება. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს არჩილ კბილაშვილთან შეხვედრის მეორე მცდელობა იყო. მთავარ პროკურორთან შეხვედრა გუშინ ჩაიშალა და არ შედგა.

ბედუკაძემ არჩილ კბილაშვილთან, სახალხო დამცველთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა შიმშილობის დაწყების შემდეგ მოითხოვა. იგი ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს და განმარტავს, რომ პატიმართა წამების საქმეზე დაკავებული პირები საპატიმროებში უკანონოდ იმყოფებიან.

ბედუკაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გევერდზე განცხადებას ავრცელებს – „ვაცხადებ შიმშილობას!“ – და აფიქსირებს პოზიციას, რომ საპროტესტო აქცია არ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ჩემი პროტესტი უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ციხის კადრების გამოძიებაში, ასევე – ქართულ სასამართლოს, რომელიც ჯერ კიდევ მოქცეულია სააკაშვილის ზეგავლენის ქვეშ“.
განცხადების მიხედვით, სასამართლო მიმდინარეობს არაობიექტურად. „იმის გამო, რომ ვერ ვხედავ საქმის ობიექტურად განხილვის პერსპექტივას, მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას და ვაცხადებ შიმშილობას: მოვითხოვ შეხვედრას სახალხო დამცველთან, მთავარ პროკურორთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.