რუსეთმა მეხუთე თაობის წყალქვეშა ნავების შექმნა დაიწყო
![1podlodka-ucx](images/stories/AXALI-4/1podlodka-ucx.jpg)
საქართველო, 18 მარტი,
საქინფორმი. საზღვაო ტექნიკის ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიურო „რუბინი“ უკვე შეუდგა მეხუთე თაობის ატომური და არაატომური წყალქვეშა ნავების შექმნის სამუშაოებს.
რფ-ის წყალქვეშა ფლოტის საფუძველს ამჟამად მესამე თაობის წყალქვეშა ნავები შეადგენს. მეოთხე თაობის სუბმარინებით კი ფლოტის აღჭურვა ახლახან დაიწყო.