ბოევიკებმა მალიში ფრანგი მძევალი მოკლეს
![1mali-ucx](images/stories/AXALI-4/1mali-ucx.jpg)
საქართველო, 20 მარტი,
საქინფორმი. ისლამისტმა ბოევიკებმა მალიში 2011 წელს გატაცებული ფრანგი მძევლის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, ეს 10 მარტს მოხდა.
ამის შესახებ „ალ-ქაიდას“ ნდობით აღჭურვილ პირზე დაყრდნობით „ალ-ჯაზირა“ იტყობინება. ბოევიკების თქმით, მძევალს თავი მოჰკვეთეს ფრანგული ჯარების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ნიშნად.