აქტუალური
რუსეთი მზადაა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს

1aktual-lukasheviCსაქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რუსეთი მზად არის,საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს. აღდგება დიპლომატიური ურთიერთობებიც.

„ჩვენ რუს და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების გამყარებით დაინტერესებული ვიყავით და ვართ. მზად ვართ, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველომ საიმედო სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა მოახდინოს, რომელიც საქართველოში ჩამსვლელი რუსების უსაფრთხოების გარანტი იქნება. ვთავაზობთ, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.