აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია

1salome-aqtuaaa5საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უწყებას ოფიციალური ვიზიტით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილი ამჯერად საქართველოში ჩამობრძანდა როგორც ხელმძღვანელი და კოორდინატორი ე.წ. ექსპერტთა ჯგუფისა, რომელიც უფლებამოსილია, ისაუბროს გაეროს სანქციების კომიტეტისა და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების იმპლემენტაციის საკითხებზე. მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა პატივი, შევხვედროდით მას“, – განაცხადა ჯალაღანიამ.

ორდღიანი ოფიციალური პროგრამის ფარგლებში  სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ამ საკითხში ჩართულ სამინისტროთა ხელმძღვანელ პირებს.