პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა. მისი განმარტებით, „ძლიერი ქარის შემთხვევაში, კარგად იცით, ბუნება როგორ ზიანდება. არცერთი ხე არ არის მოგლეჯილი. აქ ყველაფერი გასაგებია. არ გააკეთეს სწორად და შედეგიც მივიღეთ“. ფინანსთა მინისტრისა და გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები მოხდება. ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროების დახმარებით დაზარალებული არცერთი ოჯახი ყურადღების მიღმა არ დარჩება.
„მადლობა ღმერთს, რომ ზარალი არ არის დიდი. არ არის ადამიანური მსხვერპლი... უნდა გავაკეთოთ სწორად, ტექნოლოგიები უნდა დავიცვათ. სპეციალისტებმა უნდა იანგარიშონ და არა ერთმა კაცმა“, – აღნიშნა პრემიერმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრისას.