აქტუალური
მოსკოვში კანონიერი ქურდების „სხოდკა“ ხელჩართული ჩხუბით დასრულდა

1aqtualuri-gela1-1საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. რუსული სააგენტო „Прайм Крайм“-ის ინფორმაციით, 23 მარტს, ღამით, მოსკოვში გაიმართა „კანონიერი ქურდების“ შეკრება  –„სხოდკა“, რომელშიც საერთო ჯამში 20-დე კანონიერი ქურდი მონაწილეობდა.

როგორც ირკვევა, იქ იყვნენ მოკლული ძედ ჰასანის კლანის წარმომადგენლები და მათი ოპონენტი ედუარდ ასატრიანი, მეტსახელად „ედიკ თბილისკი“. ძედ ჰასანის კლანიდან „სხოდკაში“ გელა და გიზო ქარდავები, მერაბ მზარეულა, როლანდ გეგეჩკორი, გურამ ჩიხლაძე და სხვები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ დაცვა შეხვედრის შენობის გარეთ იცდიდა და ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია.

ედუარდ ასატრიანმა შვილთან ერთად „სხოდკაზე“ რომიკ ჯაფაროვიც მოიყვანა, რომელსაც ძედ ჰასანის დაჯგუფება „კანონიერ ქურდად“ არ აღიარებს და ზოგი ძედ ჰასანის მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორადაც თვლის. მისმა გამოჩენამ სიტუაცია თავიდანვე უკიდერუსად დაძაბა. ასევე, ცნობილია, რომ ედიკ ტბილისკისა და გელა ქარდავას შორის მტრული დამოკიდებულება იყო, ამიტომ მათ შორის ჯერ – სიტყვიერი შელაპარაკება, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მალევე წარმოიშვა. „Прайм Крайм“-ის ინფორმაციით, ჩხუბის დროს ქარდავა ქართულად უყვიროდა თანამოაზრეებს, რომ ისე გაეკეთებინათ, როგორც შეთანხმდნენ. აღსანიშნვია, რომ ერთადერთი, ქართულის არმცოდნე ქარდავას მომხრე რუსი ქურდი „ვასია ვოსკრესი“, უბრალოდ, კუთხეში იჯდა და ცემაში მონაწილეობა არ მიუღია.

1aqtualuri-gela1-2

საბოლოო ჯამში ძედ ჰასანის კლანის წარმომადგენლები გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ასატრიანის. ამიტომ ედიკ ტბილისკის მომხრეებს სასტიკად გაუსწორდნენ. აღსანიშნავია, რომ ასატრიანს ყველაზე სასტიკად სცემეს. მან გონება რამდენჯერმე დაკარგა, მიუხედავად ამისა, რამდენჯერაც დაეცა, იმდენჯერ ისევ ფეხზე წამოდგა.

„Прайм Крайм“-ის ინფორმაციით, „სხოდკას“ ქურდულ სამყაროში უკვე მოჰყვა გამოხმაურება. თბილისის, სოხუმის და ქუთაისის ქურდულ კლანებში ქარდავების ქმედება დაგმეს და ხოლო ასატრიანის ქმედება ღირსეულად ცნეს. ასატრიანს მხარი დაჭირეს ევროპაში მყოფმა ქურდებმაც. „Прайм Крайм“-ის ინფორმაციით, კანონიერი ქურდების ნაწილმა განაცხადა, რომ ვინც ედიკ ასატრიანზე ხელი აღმართა, პასუხს მოსთხოვენ.

 http://news.ge/ge/news/story/49912-moskovshi-kanonieri-qurdebis-skhodka-khelchartuli-chkhubit-dasrulda