აქტუალური
სააკაშვილის ციხის რეჟიმს შეწირული ქალი პატიმრების სია

1aqtualuri3-asavalსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. გაზეთ „ასავალ-დასავალში“ დაიბეჭდა ყოფილი მსჯავრდებული ქალის წერილი, რომელიც ციხეში უყურადღებობით გარდაცვლილი ქალების სიის ნაწილს ასაჯაროებს.

„ძნელია იმ წუთების  და დღეების გახსენება, რაც ქალმა პატიმრებმა მიწიერ ჯოჯოხეთში, 5 ციხეში გამოვიარეთ. მტკივნეულია იმის გახსენება, როგორ მოდიოდა სიკვდილი პატიმარ ქალებთან და სათითაოდ მიჰყავდა ისინი. მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელი, რათა ეს რეჟიმი აღარ განმეორდეს!“

გთავაზობთ სიას:

ქეთევან ჩხიკვაძე – მას გული მარჯვენა მხარს ჰქონდა, ითხოვდა გამოკვლევებზე გაყვანას, თუმცა,  არ მოუსმინეს. ეუბნებოდნენ, მერე რა, რომ მარჯვნივაა, სამაგიეროდ, ჯანმრთელიაო. არადა, მანკი ჰქონდა, მკურნალობას იხვეწებოდა. ციხის რესპუბლიკურში გადაიყავნეს, საიდანაც მალევე დააბრუნეს – არაფერი გჭირსო…იმავე საღამოს გარდაიცვალა…

ჯიქია – ქალური პრობლემები აწუხებდა, სულ იწვა, ვეღარ დგებოდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა, სისხლისგან დაიცალა.

ირინა ბედენიძე – დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. საბანაოდ შევიდა და ადგილზე მიაკრა დენმა. ვინ დაიწყებდა გამოძიებას, სად-ის ქალთა კოლონია ხომ სატანური წრე იყო.

ნანა მითაგვარია – დაუდევრობის და უყურადღებობის მსხვერპლი გახდა. უგულობამ იმსხვერპლა.

ტომა მერაბიშვილი – გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარება რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა, არადა, გადარჩენა შეიძლებოდა.

ლიკა ნატრიაშვილი – ბავშვს 10 წელი იმისთვსი მიუსაჯეს, რომ დის გაუპატიურებას შეესწრო და მოძალადე დაჭრა. ლიკა ფსიქოტროპული პრეპარატებით გაჭყიპეს. კარცერში თვეობით ჰყავდათ, მერე ფსიქიატრიულში მოტყუებით გადაიყვანეს და მალევე გავიგეთ, რომ თავი მოიკლა.

თამილა აზერბაიჯანელი – გული აწუხებდა. ე.წ ბუნტის შედეგ, ზაფხულის საღამოს, ჩვენ თვალწინ გაუსკდა გული და ნაადრევი სიკვდილით მოიცელა.

ნინელი გვაზავა – ინფარქტგადატანილი ქალი „კრიტში“ ჩაკეტეს, კესო დანელია სამედიცინო ნაწილში მძიმე ავადმყოფს არ იღებდა, ზედმეტი ხარჯი იყო, დირექტორი კი ამას ვერ „ხედავდა”. ცუდად გახდა, ვენაში ანალგინ-დიმედროლის ნაზავი გაუკეთეს და დილით გარდაცვლილი ნახეს!

მაჭარაშვილი – 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ნაგვის გასატან ურიკაზე დადეს და ისე გაიტანეს კოლონიიდან მისი უსიცოცხლო სხეული.