ანასტასია სტოცკაია ფილიპ კირკოროვად გადაიქცა
![1-stockaia-ucx](images/stories/AXALI-4/1-stockaia-ucx.jpg)
საქართველო, 28 მარტი,
საქინფორმი. მომღერალმა, რომელიც პირველი არხის მუსიკალურ შოუ „ერთი ერთში“ მონაწილეობს, თაყვანისმცემლებს აუწყა, რომ მორიგ გამოშვებაში იგი... ფილიპ კირკოროვად გადაიქცევა და ამ განცხადების დასტურად თავის მიკრობლოგზე დადო ფოტო, სადაც იგი რუსული პოპ-მუსიკის მეფე ფილიპ კირკოროვის სახით წარდგა.
მომღერლის თაყვანისმცემლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს მის ჩანაწერზე და კომენტარებიც დატოვეს იმის თაობაზე, თუ რამდენად გაოცებული არიან კირკოროვთან მისი მსგავსებით.