აქტუალური
დავით თარხან-მოურავი: „რესპუბლიკელები და „ნაცმოძრაობა“ სრულ ჰარმონიაში არიან!“

1-aqtualuri-obiektსაქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ როდესაც პოლიტიკურ ჰარმონიაზეა ლაპარაკი, ამერიკა არა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობს“.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იმავე იდეოლოგიის მქონე პარტიები არიან.

„რესპუბლიკური პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ პოლიტიკურ ჰარმონიაში არიან. ორივეს სურს ინგლისური ენისთვის სტატუსის მიცემა, ორივეს სურს მეჩეთების მშენებლობა. „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების ყველა განცხადება საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.